სასტიკ და ცალსახა ომში ზელენსკის, უკრაინის წინააღმდეგ ყოფნა არის ისტორიულ სანაგვეზე გამზადება - ამის შესახებ "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ "ფორმულას" ეთერში განაცხადა.

„დღეს ფაქტობრივად, საქართველო არის იმ თითზე ჩამოსათვლელ ქვეყნებს შორის, რომლებიც უპირისპირდებიან ზელენსკის,  უკრაინას. ეს ქვეყნები ისტორიის სანაგვეზე გამზადებულები არიან. რუსეთი, ირანი, ბელარუსი, ქვეყნები, რომლებიც მართლა უპირისპირდებიან დასავლეთს. დღეს დასავლეთთან დაპირისპირება, ამ სასტიკ და ცალსახა ომში უკრაინის წინააღმდეგ ყოფნა, არის ისტორიულ სანაგვეზე გამზადება. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები თვითონ ილაგებენ ჩემოდანს, რომ გადავარდნენ და გადაგვიყოლონ ისტორიულ სანაგვეზე"- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.