ხელისუფლების ქმედებიდან გამომდინარე გამოვიტანე დასკვნა, რომ ქვეყანაში რუსულ ინტერესებს ატარებენ და ეს საკმაოდ მძიმე დასკვნაა - ამის შესახებ "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

"ამ ხელისუფლებისგან არაფერი მიკვირს მას შემდეგ, რაც დასკვნა გამოვიტანე, რომ ხელისუფლება არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და ეს მძიმე დასკვნაა. რაც არ უნდა არ მოგწონდეს ოპონენტი, ყველაფრის თქმა არ შეიძლება, იმიტომ რომ ზოგადად ეს დიდი ტრავმაა პოლიტიკური პროცესისთვის, საზოგადოებისთვის, რომ ასეთი მძიმე დაპირისპირება არის. თუმცა, მას შემდეგ, როგორც იქცევა ხელისუფლება, მათ შორის უკრაინასთან მიმართებაში, მათ შორის იმ გმირებთან მიმართებაში. აქამდე ვინც გარდაიცვალა, არც პანაშვიდებზე მისვლა, მეტიც ცოცხალი გმირების საზღვარზე შეურაცხყოფა, რისი მომსწრე მეც ვიყავი პირადად. ბევრი სხვა გადაწყვეტილება ამ ხელისუფლების, საბოლოო ჯამში მივედი იმ დასკვნამდე, რომ ისინი ატარებენ რუსულ ინტერესებს"- აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.