ვიდრე ისევ გვრიტიშვილი, მურუსიძე, იმერლიშვილი თუ სირაძე იტრიალებენ სასამართლოში, არავინ არ ჩაუთვლის "ოცნებას", რომ ევროკავშირის მოთხოვნა შეასრულა _ ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
"ხელისუფლებას უნდა ესმოდეს ერთი რამ ძალიან მკაფიოდ, რაც არ უნდა ფარსი, მასკარადი მოაწყონ, უნიჭო სპექტაკლი დადგან, ან თუნდაც ნიჭიერად შეასრულონ ის როლები, რომლებიც მათ დააკისრეს, ეს იქნება ოთხეული, ხუთეული, კვარტეტი, სამაია, რაც გინდათ დაარქვით, არავინ არ მიიღებს ქაღალდზე გაფორმებულ ეგრეთწოდებულ რეფორმას, ვიდრე ასეთი პოლიტიკური განაჩენები იქნება, ვიდრე მართლმსაჯულების სფეროში რეფორმები არ ჩატარდება, ვიდრე ისევ გვრიტიშვილი, მურუსიძე, იმერლიშვილი თუ სირაძე, ეს ხალხი ისევ იტრიალებს სასამართლოში, არავინ არ ჩაუთვლის "ოცნებას", რომ მან შეასრულა ევროკავშირის მოთხოვნა"_ აღნიშნა ეკა ბესელიამ.