გამაოგნებელი იყო ჩემთვის, ორი დღის წინ გვრიტიშვილი-მურუსიძის არჩევა და შემდეგ მურუსიძის განცხადება: "თავს კი არ დავიცავთ მხოლოდ, ახლა შეტევაზე გადმოვალთ" _ ამის შესახებ პარტია "სამართლიანობისთვის"თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ "ტვ პირველში განაცხადა.
"თუ რამე გამაკვირვებდა არ მეგონა, მაგრამ გამაოგნებელი იყო ჩემთვის, ორი დღის წინ გვრიტიშვილი-მურუსიძის არჩევა და შემდეგ მურუსიძის განცხადება: "თავს კი არ დავიცავთ მხოლოდ, ახლა შეტევაზე გადმოვალთ". ამას გველაპარაკება უვადოდ არჩეული მოსამართლე, რომელსაც ხელში უჭირავს უდიდესი კონსტიტუციური ძალაუფლება, რომ ქვეყნის სახელით გამოაცხადოს განაჩენი და ადამიანებს მთელი ცხოვრება განუსაზღვროს მისი მომავალი ბედი. ასეთი ადამიანი, რომელიც თავს უფლებას მისცემს და ამ ფრაზას იტყვის საჯაროდ, რომ ჩვენ ახლა შეტევაზე გადავალთ, იმ დღეს უნდა ამთავრებდეს სამოსამართლეო კარიერას, და გვრიტიშვილის ფრაზა აბსოლუტუტრად ყველას უნდა გაეგზავნოს. ვერც კი ხვდებიან, რომ ამის თქმა ნიშნავს საკუთარი თავის და ინსტიტუციის განადგურებას"_ აღნიშნა ეკა ბესელიამ.