„გლობალური ომის პარტიის წევრები ცდილობენ, რიგითი ექსპერტების, ევროპარლამენტარებისა და მაკეინის ინსტიტუტის რაღაც პოზიციები წარმოაჩინონ. მათ სააკაშვილის ციხეში მოხვედრის ლეგიტიმურობა დააყენეს ეჭვქვეშ“, - აცხადებს საზოგადოებრივი მოძრაობის „ხალხის ძალა“ წევრი, დავით ქართველიშვილი.

მისი თქმით, გლობალური ქვეყნის შიგნით თუ გარეთ მოქმედი გარკვეული ძალების მიზანი სააკაშვილის მათთვის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაყვანაა.

გლობალური ომის პარტიას, თავისიაგენტოკრატებით“, სურს, გავლენის აგენტი - „ეფრეიტორისააკაშვილი თავის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანოს, რადგან ის უამრავი საერთო პროექტის მონაწილე და ინფორმაციის მატარებელია, ასევე - არამდგრადი ფსიქიკა აქვს. ამიტომ მისი კომფორტულ პირობებში, არა ციხეში, არამედ ოროთახიან ლუქსპალატაში ყოფნა მათთვის სახიფათოა“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.