რაც ნიკა მელიამ თქვა და დაწერა, სწორია. მგონია, ზურა ჭიაბერაშვილის ინიციატივამ მოვლენათა სწორედ ასეთ განვითარებაში შეიტანა წვლილი. - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი დეპუტატი დავით დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს:

"რაც ნიკა მელიამ თქვა და დაწერა, სწორია. მგონია, ზურა ჭიაბერაშვილის ინიციატივამ მოვლენათა სწორედ ასეთ განვითარებაში შეიტანა წვლილი. გიორგი მუმლაძეც და ლევან ხაბეიშვილიც თუ იგივეს იტყვიან, რის შედეგადაც ეს არჩევნები ამ ეტაპზე მაინც იქნება ამოღებული ენმ-ელების და გარე გულშემატკივრების დღის წესრიგიდან, ერთს კარგად ამოვისუნთქავთ. წინ ბევრი განსაცდელია და პრაქტიკული საქმით გამოჩნდება, ვინ რა შედეგს დადებს, თორემ პოლიტიკოსს ლიდერობა უნდოდეს თუ არ ეთმობოდეს, ვიღაც კულუარებში საუბრობდეს და ვიღაც - ეთერში, ეგ ყოველთვის ასე იყო და ასე იქნება. ოღონდ ახლა საზოგადოება მხოლოდ კოორდინაციას და ენერგიას ელის ყველასაგან - გირჩიდან ენმ-მდე. წავედი მე ისევ ჩემს საქმეში, ერთიანი აქციების დროს კი ერთიან აქციაზე." -წერს დავით დარჩიაშვილი.

რატომღაც, სამწუხაროდ, ჩვენი მეგობრების ნაწილი კვლავაც განკერძოებულად ცდილობს ნაბიჯების გადადგმას, რაც არ ემსახურება არც საერთო მიზნის ირგვლივ კონსოლიდაციას და შესაბამისად - არც შედეგს.  - ამის შესახებ პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.