დავინახეთ, რომ რადიკალური ოპოზიციის სცენარი უკვე უახლოვდება ფინალურ სტადიას - ამ წლების განმავლობაში რაც დათესეს იმას მოიმკიან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

"ითხოვდნენ რიგგარეშე არჩევნებს და რიგგარეშე არჩევნები საკუთარ პარტიაში მიიღეს. ითხოვდნენ ჩვენი პოლიტიკური ლიდერების გადაყენებას - დღეს საკუთარი ლიდერების გადაყენებით არიან დაკავებულები. რაც უნდოდათ საქართველოსთვის, ზუსტად ის მიიღეს საკუთარ პარტიაში.

გუშინდელ საპარლამენტო სხდომაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩვენ ამ წლების განმავლობაში რეალური დემოკრატიული რეფორმები განვახორციელეთ. ეს გამოჩნდა გუშინ, რომ ოპოზიციას ამ პარლამენტში სოლიდური წარმომადგენლობა აქვს, ამდენი ოპოზიციური მანდატი პარლამენტში ოპოზიციას არ ჰქონია. სამწუხაროდ ეს არის ის რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც არ სურს იყოს ოპოზიცია", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.