უკრაინაში მებრძოლი ქართველი არჩილ მაჭარაძე პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას პასუხობს და აღნიშნავს, რომ "ასე აცდენილი ხალხი და ხელისუფლება არასდროს ყოფილა".

"ასე ერთმანეთს აცდენილი ხალხი და ხელისუფლება მგონი არასდროს ყოფილა
რატომ ვითმენთ ამდენ შეურაცხყოფას??
აქ არავის წამოვუყვანივარ, ისევე როგორც აქ მყოფი მებრძოლების აბსოლუტური უმრავლესობა
წამომიყვანა იმან, რომ ხელისუფლებამ დაიკავა სამარცხვინო, ლაჩრული პოზიცია და რუსეთის გამარჯვებაზე გააკეთა ფსონი!
მივედი უკრაინის საელჩოში, დამაკვალიანეს რომ იავორივის ბაზაზე მივსულიყავი, მარტის დასაწყისში ჩემით ვიყიდე თბილისი-ვარშავის ბილეთი და მარტო ჩამოვედი
წამიყვანეს არა დედიშენის" - წერს არჩილ მაჭარაძე.

3 დეკემბერს, უკრაინაში რუს ოკუპანტებთან ბრძოლას კიდევ 5 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა. რუსეთის აგრესიას სულ 33 ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შეგახსენებთ: გუშინდელ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა - სამწუხაროდ ჩვენი თანამოქალაქეები მიჰყავთ ომის პარტიის წარმომადგენელებს უკრაინაში, მათი არაერთი პროვოკაცია იქნა არიდებული თავიდან ჩვენი მთავრობის მიერ