ხომ არიან ოპოზიციაში ლიდერები ვისაც ბიძინა არ აკონტროლებს? რატომ არ იწყებენ ძალების გაერთიანებას მეოცნებე ბანდიტების სახლებსა და ციხეებში გასაშვებად?! - ამის შესახებ პოლიტილოგი ანდრო ბარნოვი სოციალურ ქსელში წერს.
"გეხვეწებით, ვინმემ ამიხსენით. ხომ არის ქვეყანაში ოპოზიცია? კარგი, ვიცით, რომ ზოგი ბრჭყალებში უნდა ჩასვა, მაგრამ ყველა ხომ არა? ხომ არიან ლიდერები, ვისაც ბიძინა არ აკონტროლებს? არ არიან? ხომ არიან? ჰოდა, ამ სიტუაციაში, როცა ბიძინას აქაც გამოცლილი აქვს სოციალური საფუძველი და მისი მფარველი რუსეთიც სულ ღაფავს, რატომ რამდენიმე ნამდვილი ოპოზიციონერი არ გამოვა და ძალების გაერთიანებას არ დაიწყებს მეოცნებე ბანდიტების სახლებსა და ციხეებში გასაშვებად? შეიძლება, მე ვცდები და დღეს ბიძინა და რუსეთი ორივე ძალიან ძლიერადაა, არ ვიცი. შეიძლება, ვერ აღვიქვამ სწორად, რომ ივანიშვილს ყველა დედას აგინებს ქვეყანაში, მაგრამ ნამდვილად ასე კი ვხედავ და მიკვირს, სად არიან ოპოზიციური ლიდერები? ხომ არიან? სად არიან?" - წერს ანდრო ბარნოვი.