ასე ეხმაურება მისი განცხადებების შემდეგ კრიტიკას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამრთლე წევრი ანა დოლიძე სოციალურ ქსელში.
"ახლა ყველა მხრიდან რომ მაბულინგებენ ჩემი განცხადებების გამო, ქოცებს ნაცი რომ ვგონივარ და ნაცებს ქოცი, გამახსენდა ერთი ძველი ანეგდოტი. ის კარგად ასახავს მესამე ძალის მომლოდინე და მონატრებული ხალხის ფიქრებს: ტექნიკური უნივერსიტეტის (ГПИ)სტუდენტი ხმამაღლა რომ ამბობს და სიამოვნებით ჩაიცინებს: ცოლს ჰგონია რომ საყვარელთან ვარო, საყვარელს ჰგონია რომ ცოლთანო, მე კიდევ ოთახში ვზივარ და ვხაზავო", - წერს ანა დოლიძე სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, "პალიტრანიუსის" ეთერში ანა დოლიძემ თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილიც მიუღებელია მისთვის და გრიგოლ ვაშაძეც. დოლიძის შეფასებით, ვაშაძე არასტაბილურ გარემოს შექმნის და თუ ახლა ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 2.7-ია, ეს მაჩვენებელი ვაშაძის პრეზიდენტობისას 6.7 გახდება.