განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, საქართველოს მსგავსი სტუმართმოყვარეობა არსად არის. როგორც მან თამარ ჩიქოვანის გადაცემაში "მთავარი" განაცხადა, დღეისთვის საქართველოში 10 ათასამდე უცხოელი სტუდენტი სწავლობს და მომდევნო წლების განავლობაში მათი რაოდენობა გაიზრდება. 

"ჩვენ მოვახერხებთ, რომ უცხოელი სტუდენტების რაოდენობა ერთიორად გაიზარდოს. დღესდღეობით საქართველოში 10 ათასამდე უცხოელი სტუდენტი სწავლობს და ჩვენ ვაპირებთ, რომ ეს რაოდენობა გავაორმაგოთ და გავასამმაგოთ შემდეგ რამდენიმე წელიწადში.

საქართველოში რომ არის სტუდენტური ცხოვრება, თავისი გართობით, დასვენებით, შესაძლებლობებით, ტურიზმით, ისეთივე უნდა. ჩვენ ვართ საუკეთესო ქვეყანა, რომელსაც ძალიან უყვარს ახალგაზრდები, უყვარს სტუმრები. ასეთი სტუმართმოყვარეობა არსად არ არის, მართლა ოღონდ.

შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ყველანაირი შანსი გვაქვს, რომ ვიყოთ საუკეთესო ადგილი მოსწავლეებისთვის და რა თქმა უნდა, პირველ რიგში ქართველი სტუდენტებისთვის. ვფიქრობ, ეს ჩვენ გვექნება შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში",-განაცხადა ჯეჯელავამ.