პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი იმერეთში, ყოფილი მეუღლის მიერ ახალგაზრდა ქალის სასტიკი მკვლელობის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ქალებზე მოძალადე კაცები სინამდვილეში არის ჩმორები! სხვასთან არაფრის თავი რომ არ აქვთ და თავის ცოლებთან რომ კაცობენ ეგენი არიან. ფემიციდს როგორ უნდა დაუპირისპირდეს სახელმწიფო ეფექტურად ზუსტად არ ვიცი, რთული და დიდი თემაა და აუცილებლად სასწრაფოდ მოსაგვარებელი, მაგრამ მოძალადე კაცები რომ ფარჩაკები არიან ეგ ვიცი ზუსტად" - წერს ალეკო ელისაშვილი.