გეყოფათ ჩირგვებში ჯდომა, გაბედეთ! გლოვა მაინც გაბედეთ ხმამაღლა! - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს ხელისუფლების მისამართით წერს:

6 ქართველი დავკარგეთ მტერთან ბრძოლაში ორ დღეში, ექვსი ლომივით ბიჭი - მთავრობავ, ნუ გაყურსულხარ - გლოვის დღე გამოსაცხადებელია! უნდა დავიტიროთ ჩვენი ბიჭები მთელმა ერმა! გეყოფათ ჩირგვებში ჯდომა, გაბედეთ! გლოვა მაინც გაბედეთ ხმამაღლა!

შეგახსენებთ: 3 დეკემბერს, უკრაინაში ქართველი მებრძოლები: ავთო რურუა, რომეო კვარაცხელია, რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი და ბადრი მარკელია დაიღუპნენ! პოლიტიკური სპექტრისა და საზოგადოების ნაწილი საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვს, რომ ქვეყანაში ამ ტრაგედიის ღირსეულად გამოხატვის მიზნით, გლოვის დღე გამოაცხადოს!