ბრაზილიის ყოფილმა პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ აშშ-ის ექვსთვიანი ტურისტული ვიზის მისაღებად მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ის ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატი უდასტურებს.

ბოლსონარუ 30 დეკემბრის შემდეგ ფლორიდაში იმყოფება, ის გეგმავს აშშ-ში დარჩეს, სანამ საიმიგრაციო სამსახური ვიზის შესახებ მოთხოვნას ამუშავებს.

ბრაზილიაში ის გამოძიების წინაშე დაგს, თვის დასაწყიში სამთავრობო შენობების დარბევასთან დაკავშირებით. რბევაში მისი მომხრეები მონაწილეობდნენ, ბოლსონარუმ თქვა, რომ უარყოფს ბრალდებას, თითქოს მან გამოიწვია ძალადობრივი მიტინგები.

ყოფილმა პრეზიდენტმა "ცხოვრების 34 წელი მიუძღვნა საჯარო სამსახურს" და "სურს გარკვეული დრო დაისვენოს", - განუცხადა მისმა ადვოკატმა, ფელიპე ალექსანდრემ BBC-ს.

ბოლსონარუ შტატებში დიპლომატებისა და სახელმწიფო მეთაურებისთვის განკუთვნილი ვიზით ჩავიდა, რომელსაც ვადა ეწურება 30 დღის შემდეგ. საიმიგრაციო სამსახურმა ტურისტულ ვიზაზე მოთხოვნა გასულ პარასკევს მიიღო.

ცნობისთვის, ბოლსონარუ 2022 წლის ოქტომბერში გამართულ არჩევნებში ის მემარცხენე ლულა დე სილვასთან დამარცხდა. მან ჯერ მარცხი აღიარა, შემდეგ კი პრეტენზია წამოაყენა, რომ ბრაზილიის ელექტრონული ხმის მიცემის სისტემა მიდრეკილი იყო გაყალბებისკენ. არჩევნების გაყალბების დაუსაბუთებელი არგუმენტით დაიწყო პროტესტი, რომელსაც სამთავრობო შენობების დარბევა მოჰყვა.