რუსეთი გამოიყენებს ზამთარს უკრაინის წინააღმდეგ იმით, რომ სიცივეს და გაჭირვებას "თავისი ტერორის ნაწილად" აქცევს და უკრაინელებმა უნდა გამოიჩინონ კიდევ უფრო დიდი ერთიანობა უახლოეს თვეებში ამის დასაძლევად", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში.

პოლიტიკოსმა მოქალაქეებს მოუწოდა, დაეხმარონ ერთმანეთს და თავიდან აიცილონ კონფლიქტები და ჩხუბი. ამასთან, ურჩია, რომ ზამთარი "არა გამოცდად, არამედ დროდ აღვიქვათ – დროდ, რომელიც გვაახლოებს მთავართან – გამარჯვებასთან".

"მთელი უკრაინა უნდა გახდეს ერთი "ურღვეობის წერტილი", - დასძინა სახელმწიფოს მეთაურმა.