Le Parisien ავრცელებს 9 დეკემბერს, სენას სანაპიროზე, ორსეის მუზეუმსა და პონტ როიალს შორის მონაკვეთზე, გადაღებულ ვიდეოს და დასუფთავების სამსახურის აგენტთან, დავიდთან, საუბარის ჩანაწერს.

პარიზში, განსაკუთრებით კი მდინარე სენას მიმდებარე რაიონებში, მთელი წლის განმავლობაში შეიმჩნევა ვირთხების მომრავლება. "ერთ კოლეგას ვირთხა ყელზე შეახტა, მეორეს - ხელზე. რამდენადაც ვიცი ამ დროისთვის დაკბენილი არავინაა, მაგრამ სიტუაცია მწვავდება" - ამბობს დავიდი.

დასუფთავების სამსახურის მუშაკები ქალაქის მერიამ პრობლემის გადაჭრისკენ მიმართული ზომების მიღებისკენ, სენას სანაპიროებზე არსებული კაფე-რესტორნების მეპატრონეებს კი უფრო უკეთ ქცევისკენ მოუწოდებენ. "კაფე-რესტორნებს აქვთ კონტეინერები ნაგვისთვის, თუმცა ზოგიერთები, ტომრებს ნაგვით, გარეთ ტოვებენ"

თავის მხრივ, მერის მოადგილე, პასუხიმგებელი დასუფთავებაზე, აცხადებს, რომ ყველა შესაბამისი სამსახური ჩართულია პრობლემის მოგვარებაში და მერიის მიერ ყველა ღია საზოგადოებრივი ბუნკერი დახურულით შეცვლის და დერატიზაციის ღონისზიებებისთვის გასული წლის სექტემბერში 1,5 მილიონი ევროს გამოყოფას უსვამს ხაზს.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.