პარამედიკოსმა კატერინა პოლისჩუკმა (პტაშკა) მიიღო III ხარისხის ორდენი "გამბედაობისთვის". ამის შესახებ მან ფეისბუქზე დაწერა და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ხელმოწერილი შესაბამისი დოკუმენტის ფოტო გამოაქვეყნა.

მისი თქმით, ჯილდოს უძღვნის თავის ძმებს, რომლებიც უკრაინის რუსი ოკუპანტებისაგან დასაცავად დაიღუპნენ.

პტაშკამ ზელენსკის შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ მას მთელი გულით უჭერს მხარს.

"ის არის ნამდვილი ლიდერი და ხელმძღვანელია. ყველა გადაწყვეტილება არ არის ნათელი ფართო საზოგადოებისთვის, მაგრამ გამარჯვების გზა არის მიზანდასახული და მდგრადი. ეს არის ზეადამიანური პასუხისმგებლობა და ტიტანური შრომა. მისი კრიტიკა და მისთვის თავზე ლაფის დასხმა მხოლოდ იმ ადამიანებს შეუძლიათ, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ მისი პასუხისმგებლობის მასშტაბებზე და რომლებიც საკუთარ თავსა და საკუთარ ქმედებებზეც კი ვერ აგებენ პასუხს. ეს არის ლიდერი და არა "ლიდერი". ამ თვალებში დაღლილობა, მადლიერება, სიმამაცე და ერთგულებაა. მან გააკეთა თავისი არჩევანი. და მე ვამაყობ, რომ მასთან ერთად ვცხოვრობ და ვიბრძვი", - წერს იგი.