5 ნოემბერს, 13.00 საათის შემდეგ, კიევში და უკრაინის ტერიტორიის დიდ ნაწილზე საჰაერო თავდასხმის შესახებ განგაში გამოცხადდა.

ვებგვერდ alerts.in.ua-ს ცნობით, ნოტის გამოქვეყნების მომენტში განგაში არ იყო მხოლოდ ოკუპირებულ ყირიმში და უკრაინის დასავლეთ რეგიონებში. 13:45 საათისთვის განგაში მთელ უკრაინაში იყო, გარდა ყირიმისა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა Telegram-ზე დაწერა: "ნუ უგულებელყოფთ განგაშს, ჩვენ ვიბრძოლებთ".

მისმა მოადგილემ კირილო ტიმოშენკომ უკრაინელებს თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდა.