ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ ეჭვმიტანილი, რომელმაც თეთრ სახლთან ცეცხლი გახსნა, საიდუმლო სამსახურის აგენტებთან ორმხრივი სროლისას მოკლეს.

მედიამ ეჭვმიტანილის ვინაობაც დაასახელა - ის 21 წლის ნასირ ბესტია, რომელიც დაცვის სააგენტოსთვის მანამდეც იყო ცნობილი და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების დოკუმენტირებული ისტორია ჰქონდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოფიცრებს შეიარაღებული პირის დაკავებისას "სწრაფი და პროფესიონალური მოქმედებისთვის" მადლობა გადაუხადა. ტრამპმა Truth Social-ის პოსტში აღნიშნა, რომ თავდამსხმელს "ძალადობრივი წარსული ჰქონდა და, შესაძლოა, აკვიატებული ყოფილიყო ჩვენი ქვეყნის ყველაზე ძვირფასი ნაგებობით".

თეთრი სახლის მიმდებარედ ათობით გასროლის ხმა რამდენიმე საათის წინ გაისმა.