სტოკჰოლმის გარეუბან რინკებიუში ყურანის დაწვას შვედეთის სხვადასხვა ადგილებში მოჰყვა საპროტესტო გამოსვლები

ხუთაბათს, შვედეთის დედაქალაქის მიგრანტებით ჭარბათ დასახლებულ გარეუბან რინკებიუში დანიურ-შვედურმა მემარჯვენე ექსტრემისტულმა პარტიამ Tight Course (მკაცრი კურსი) ყურანი დაწვა, რამაც მღელვარება გამოიწია, თუმცა ძალადობის შემთხვევები პოლიციას არ დაუფიქსირებია.

Tight Course-ს დამფუძნებელ რასმუს პალუდანს მომდევნო დღეს სტოკჰოლმიდან 200 კმ-ის დაშორებით მდებარე ქალაქ ერებრეში სურდა კიდევ ერთი მიტინგის ჩატარება და პარალელურად, ყურანის დაწვა.

მიტინგის ჩატარება თავდაპირველად ერებრეს ვივალის რაიონში იყო დაგეგმილი, მაგრამ იქ დაწყებული მღელვარების და პანიკაში ჩავარდნილ მესაკუთრეთა მიერ მაღაზიების მიტინგის დაწყებამდე დაკეტვის შემდეგ პოლიციამ უსაფრთხოების დაცვის საბაბით Tight Course-ს მიტინგი ცენტრიდან მოშორებით, Sveaparken-ში გადაიტანა. ამის მიუხედავად, პოლიცია ვერ ასცდა დაპირისპირებას წინა დღესთან შედარებით ბევრად უფრო ორგანიზებულ ანტიპროტესტანტებთან, რომლებმაც პოლიციელებს ქვები დაუშინეს, მათი რამდენიმე მანქანა გაიტაცეს და დაწვეს. დაშავებულია სულ მცირე ხუთი პოლიციელი.



   

შვედური პრესის ინფორმაციით მღელვარება საღამოს დაახლოებით 9 საათისთვის ჩაცხრა.