ამის შესახებ ინფორმაციას ტარნი და გარონის დეპარტამენტის გამოცემა La Dépêche du Midi ავრცელებს.
22 მაისს, პარასკევს, ტარნი და გარონის დეპარტამენტის მცხოვრებმა, რომელმაც „ამაზონზე“ შეძენილი უსადენო ყურსასმენები მიიღო, საიმედოდ დალუქულ მუყაოს კონვერტში ბალახის ანკარა გველი იპოვა.
ელექტრონული კომერციის გიგანტის მიერ კლიენტისთვის გაგზავნილ მცირე ზომის მუყაოს ყუთში ხელის ჩაყოფის შემდეგ კლიენტმა იგრძნო, რომ კონვერტში რაღაც ამოძრავდა და თითებს შორიც რაღაც მავთულისმაგვარი მოხვდა.
„კონვერტი შევატრიალე და შევანჯღიე და დავინახე, როგორ დაეცა პატარა ბალახის პატარა ანკარა გველი მეტლახზე. ვაღიარებ, ცოტა უცნაურია, მაგრამ შეიძლებოდა ბევრად უარესი ყოფილიყო“, - ამბობს გაეტან კომბე,რომელიც მონტობანის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ბიულში ცხოვრობს.
იღბლად, ჩემი პატარა ქალიშვილები გარეთ იყვნენ, ცოლი კი შხაპს იღებდა. ცდუნებას ვერ გავუძელი და ცოლს დავანახვე. ჩემს ცოლს მათი ეშინია, ამიტომ როცა დაინახა, მითხრა, რომ სწრაფად მომეშორებინა სახლიდან და ასეც მოვიქეცი მიმდებარე მინდვრებში გავუშვი, - ჰყვება გაეტანი და ამატებს:
უკვე რამდენიმე წელია აგარაკს არემონტებს, სადაც გველებთან და სხვა არსებებთან შეხვედრა იშვიათი არ არის. თუმცა, განსაკუთრებით კარგად შეფუთულ შეფუთვაში გველის პოვნა „ძალიან გასაკვირია“. „თუ კონვერტი... ოდნავ დაზიანებული, ოდნავ გახეული იქნებოდა, კიდევ გავიგებდი, მაგრამ აქ საქმე იდეალურ მდგომარეობაში მყოფ მუყაოს კონვერტს ეხება. გველი შიგნით საფოსტო ყუთიდან მოხვდა თუ სატვირთო მანქანიდან? ვფიქრობ, უფრო სავარაუდოა, რომ ეს საწყობში შეფუთვის დროს მოხდა, მაგრამ მეც არ ვარ დარწმუნებული.მჯერა, ზოგიერთ ადამიანს შეეძლო საჩივრის შეტანა ასეთ რამეზე. საბედნიეროდ, მე გველების ექსპერტი ვარ და მაშინვე მივხვდი, რომ ეს უბრალოდ მინდვრის ბალახის ანკარა გველი იყო. მაგრამ სხვა რამ რომ ყოფილიყო, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რა ხდება კასტელჟინესში კობრასთან დაკავშირებით, ასე მშვიდად არ ვიქნებოდი.
გაეტანმა „ამაზონს“ მომხდარის შესახებ იუმორნარევი ელექტრონული წერილით აცნობა და ელექტრონული კომერციის გიგანტისგან დაუყოვნებლივ მიიღო პასუხი შეკვეთის თანხის სრულად დაბრუნების შესახებ.
„ეს არ არის ის, რაც მინდოდა; „უბრალოდ მათი ინფორმირება მსურდა. მით უმეტეს, რომ ისინი პასუხისმგებელნი არ არიან: ეს ერთ-ერთი იმ შემთხვევებიდან, რაც სამსახურში ხდება. საბოლოოდ, ეს ყველაზე სასაცილო იყო“ - ამბობს გაეტანი.




