რუსეთის ხელისუფლებამ შესაძლოა შეიმუშაოს ზომები, რომლებიც "საზღვარგარეთ ყოფნას ნაკლებად კომფორტულს გახდის" რუსებისთვის, რომლებმაც დატოვეს ქვეყანა ნაწილობრივი მობილიზაციის დაწყების შემდეგ. ამის შესახებ ფედერაციის საბჭოს სახელმწიფო აღმშენებლობისა და კონსტიტუციური კანონმდებლობის კომიტეტის ხელმძღვანელმა ანდრეი კლიშასმა "ვედომოსტისთან" კომენტარში განაცხადა.
"ბევრი მათგანი გაიქცა, მაგრამ დისტანციურად აგრძელებს მუშაობას რუსულ კომპანიებში. შეიძლება თუ არა, ამ მხრივ კანონი შევცვალოთ და შევზღუდოთ სქემები, რომლებიც საშუალებას აძლევს ადამიანებს იქ იმუშაონ და მიიღონ ფული აქედან", - განაცხადა მან.
რუსმა სენატორმა კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილება დაუშვა და არ დაუკონკრეტებია, რომელი რეგულაციები უნდა შესწორდეს.
კლიშასმა დასძინა, რომ მისი აზრით, საზღვარგარეთიდან სამუშაოზე შეზღუდვები უნდა დაწესდეს ეკონომიკის "სენსიტიურ სფეროებში დასაქმებულებისთვის". მან ასეთი დარგების მაგალითებად ტრანსპორტის უსაფრთხოება და საჯარო სექტორი მოიყვანა.