„არმენპრეს“-ის ცნობით, ამის შესახებ სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა გევორგ პაპოიანმა თავის ფეისბუქგვერდზე დაწერა.
„ძვირფასო თანამემამულენო, კიდევ ერთი კარგი ამბავი მაქვს ბლოკადის მოხსნასთან დაკავშირებით: რუსეთში წარმოებული ხორბალი ამჟამად რუსეთის ფედერაციიდან სომხეთში რკინიგზით აზერბაიჯანის გავლით გადაიზიდება.
ასევე აღვნიშნავ, რომ ყაზახური ხორბალიც გზაშია და უახლოეს დღეებში სომხეთში, აგრეთვე აზერბაიჯანის გავლით, ჩამოვა“, - დაწერა პაპოიანმა.
მანამდე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა სომხეთში ტვირთების ტრანზიტზე ყველა შეზღუდვა მოხსნა და აღნიშნა, რომ ყაზახეთიდან ხორბლის პარტია მალე სომხეთში აზერბაიჯანის გავლით ჩავა. რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსეი ოვერჩუკმა, ილჰამ ალიევის განცხადების ციტირებით, აღნიშნა, რომ რუსეთის რკინიგზა ამ ახალი ლოგისტიკური შესაძლებლობის გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს.




