BBC-ის ინფორმაციით, რიში სუნაკმა პოსტი ოფიციალურად მას შემდეგ დაიკავა, რაც ბუკინგემის სასახლეში მეფე ჩარლზს შეხვდა.
ბრიტანეთში, წელს უკვე მეორედ კონსერვატიული პარტიის დეპუტატებმა პარტიის თავმჯდომარე და ქვეყნის პრემიერმინისტრი აირჩიეს. სუნაკი დიდი ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერია ბოლო 2 საუკუნის განმავლობაში. გამართული აუდიენცია მეფე ჩარლზსა და ახალ პრემიერმინისტრს შორის ძალაუფლების სიმბოლური გადაცემა იყო. პირველ ოფიციალურ მიმართვაში სუნაკი ამბობს, რომ "რთული გადაწყვეტილებები" იქნება, რადგან არ აპირებს ვალების პრობლემა მომავალ თაობას დაუტოვოს. სუნაკი ამბობს, რომ ბრიტანეთი ღრმა ეკონომიკური კრიზისის წინაშე დგას და ის ლიზ ტრასის "ზოგიერთი შეცდომის" გამოსასწორებლად აირჩიეს. "მთავრობა, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, მომავალ თაობას, თქვენს შვილებსა და შვილიშვილებს არ დაუტოვებს იმ ვალს, რომლის გადასახდელადაც ჩვენ ძალიან სუსტები ვიყავით", - განაცხადა მან. სუნაკის თქმით, ის ბრიტანეთს არა სიტყვით, არამედ საქმით გააერთიანებს. "ნდობა მიღებულია, ახლა მე მოვიპოვებ თქვენსას", - მიმართა ახალმა პრემიერმა ბრიტანელ ხალხს. ბრიტანული მედიის ცნობით, პრემიერი ახალი მთავრობის ფორმირებაზე მუშაობას დაუყოვნებლივ დაიწყებს.