"რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ცნობით უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის საერთო როუმინგის ზონას შეუერთდებიან.

იოზვიაკის ინფორმაციით ქვეყნები ევროკავშირის  "იმოგზაურე როგორც სახლში" პროგრამას 2026 წლის 1 იანვარს შეუერთდებიან.

"ვიცი, რომ ბოლო დღეებში სიტყვა "ისტორიული" ზედმეტად ხშირად გამოიყენება, მაგრამ ეს ზუსტად ასეთი რამაა. პროგრამა "იმოგზაურე როგორც სახლში" ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, ისლანდიას, ნორვეგიასა და ლიხტენშტაინს ფარავს. პირველად ხდება, რომ ეს პროგრამა ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებზეც ვრცელდება. მოლდოვამ და უკრაინამ ეს დამსახურებულად მიიღო" - დაწერა იოზვიაკმა სოციალურ ქსელში.