ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" ევროპული ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი X-ზე წერს.
"რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა საქართველოს შესახებ კონკრეტული გადაწყვეტილებების გარეშე დასრულდა", - წერს იოზვიაკი.
discussion among 🇪🇺 foreign ministers on 🇬🇪 over. No concrete decisions.
— Rikard Jozwiak (@RikardJozwiak) July 15, 2025
ცნობისთვის, დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს საკითხზე იმსჯელეს.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა "ევროსკოპს" განუცხადა, რომ "ტარგეტირებული სანქციებისთვის" სიას წარადგენს და მათ შორის ორი მოსამართლეა.
"წარვადგენ სიას "ტარგეტირებული სანქციებისთვის" მათ შორის ორი მოსამართლეა. ყველა ინსტრუმენტი მაგიდაზეა, ვეცდებით მივაღწიოთ კონსენსუსს ამ საკითზე. ქართულ ოცნებას გავუგზავნით წერილს უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე, სადაც კონკრეტული მოთხოვნებია და ამისთვის კონკრეტული ვადაა მითითებული", - განაცხადა კალასმა.




