უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა Twitter-ზე დაწერა, რომ რუსეთის სარაკეტო თავდასხმისთანავე სატელეფონო საუბარი ჰქონდა აშშ-ს თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან.

"მინდა გამოვხატო ჩემი ღრმა მადლიერება ლოიდ ოსტინის მიმართ, რომელსაც გულწრფელად აწუხებს უკრაინაში შექმნილი ვითარება. დღეს ჩვენი სატელეფონო საუბრისას, რუსეთის მასიური სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, განვიხილეთ შემდგომი ნაბიჯები უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად. მადლობა, ამერიკა, შენი მხარდაჭერისთვის!" - დაწერა რეზნიკოვმა.

რუსეთის ჯარებმა 5 დეკემბერს უკრაინაზე მასიური თავდასხმის დროს 70-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტა გაისროლეს, რომელთაგანაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 60-ზე მეტი ჩამოაგდეს. სარაკეტო თავდასხმის შედეგად მოხდა დაიბომბა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსების თავდასხმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა.