როგორც ტელეკომპანია „სიენენი“ იტყობინება, ამის შესახებ პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილის თანაშემწემ, საშა ბეიკერმა 9 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
სი-ენ-ენ-ის განცხადებით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პენტაგონის წარმომადგენელმა უკრაინის ძალების ოპერაციას „კონტრშეტევა“ უწოდა. აღნიშნული ტერმინის გამოყენებას აქამდე თავს არიდებდნენ თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსნები, მათ შორის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი. ჩვენ კონტრშეტევის პროგრესს საკმაოდ ყურადღებით ვაკვირდებით. ვფიქრობ, ვნახეთ გარკვეული იმედისმომცემი ნიშნები, განსაკუთრებით, ბოლო ერთ ან ორ დღეში. თუმცა, რუსეთი მრისხანე მოწინააღმდეგეა და ვფიქრობ, წინ ხანგრძლივი ბრძოლა“, – განაცხადა საშა ბეიკერმა