ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 2025 წლის 15 თებერვალს დანიშნა.

19 ნოემბერს ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ლიდერი, ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია თანამდებობიდან გადადგა. მისი მოვალეობების დროებითი შემსრულებელი ბადრა გუნბაა.

ბოლო მონაცემებით ბჟანია თებერვლის არჩევნებში კენჭს იყრის. 

გუნბამ დე ფაქტო პარლამენტიდან გაიწვია კონსტიტუციის შესწორება, რომელიც საპრეზიდენტო უფლებამოსილებების ნაწილის პარლამენტისთვის გადაცემას გულისხმობდა.

ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო აქციები რუსეთთან გასაფორმებელი საინვესტიციო კანონი და მისი შინაარსი გახდა. ბჟანიას რეჟიმის ოპოზიციონერები ხაზს უსვამენ, რომ მათ რუსეთთან კარგი ურთიერთობა სურს, თუმცა მათთვის პრობლემას თავად ე.წ. პრეზიდენტი წარმოადგენს. დემონსტრანტებმა ე.წ. პარლამენტის შენობაში შეღწევა შეძლეს. ბჟანიას რეჟიმსა და მის მოწინააღმდეგეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

15 ნოემბერს, სოხუმში მომიტინგეები თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტის შენობის ეზოში შეიჭრნენ და შენობას ალყა შემოარტყეს.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტში ჩაიშალა სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესი.

მომიტინგეებმა ე.წ. პარლამენტის შენობა ასლან ბჟანიას გადადგომის შემდეგ დატოვეს.