სომხეთსა და ევროკავშირს შორის ვიზების ლიბერალიზაციის საკითხი არაუგვიანეს ორ წელიწადში მოგვარდება, - განაცხადა ნიკოლ პაშინიანმა დღეს, 24 მაისს, შირაკის რეგიონის ქალაქ მარალიკში საარჩევნო კამპანიის დროს. 

პაშინიანის თქმით, სომხეთის მოქალაქეები დიდი ხანია უჩივიან ევროკავშირში სტუმრობისთვის ვიზების მიღებასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

„იცით, რატომ აქვთ მათ ვიზების მიღებასთან დაკავშირებული პრობლემები? ისინი გვეუბნებიან: „თქვენ ასეთი კარგი ურთიერთობა გაქვთ ევროკავშირთან და მაინც ვერ აგვარებთ ვიზების საკითხს.“ იცით, რატომ? იმიტომ, რომ 2018-დან 2025 წლამდე ევროკავშირში გამგზავრებული სომხეთის მოქალაქეების რაოდენობა 500%-ით გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ ევროპის საელჩოები ვერ ახერხებენ აჰყვნენ  სომხეთის მოქალაქეების შედინების ტემპს“, - თქვა პაშინიანმა და დაამატა:

ძვირფასო ადამიანებო, ჩვენ გეუბნებით, რომ არაუგვიანეს ორი წლის განმავლობაში მოვაგვარებთ სომხეთსა და ევროკავშირს შორის ვიზების ლიბერალიზაციის საკითხს“.