საქართველოში ნიდერლანდების ელჩი მელინ არაკელიანი პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებას პასუხობს.

"არა, ბატონო ნიკოლოზ სამხარაძე, ეს ასე არ არის. საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესს არ განიცდის მანამ, სანამ დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში უკუსვლაა. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ამის გამოა შეჩერებული", - წერს ნიდერლანდების ელჩი სოციალურ პლატფორმა X-ზე.