მოლდოვამ რუსი დიპლომატი, ლეგ ვასნეცოვი ქვეყნიდან გააძევა. გადაწყვეტილება მოლდოვას საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული რაკეტის ჩამოვარდნის შემდეგ მიიღო.
"დადასტურდა, რომ მეზობელი ქვეყნის სარაკეტო თავდასხმები იწვევს უსაფრთხოების რისკების შემდგომ ესკალაციას და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები სულ უფრო მეტად განიცდიან ომის კატასტროფულ შედეგებს“, - წერია მოლდოვას საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ მოლდოვაში, 31 ოქტომბერს, დილით, ქვეყნის ჩრდილოეთით, ოკნიცას რაიონში რუსული რაკეტა ჩამოვარდა. ინფორმაცია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.