ლუვრი: "მონა ლიზა" არ იყიდება!

1589977386
ერთ-ერთი უძველესი მუზეუმის, ლუვრის, წარმომადგენლები, კომენტარს აკეთებენ ფრანგი მსხვილი ბიზნესმენი შეთავაზებაზე "მონა ლიზას" გაყიდვასთან დაკავშირებით და აცხადებენ, რომ ლეონარდო და ვინჩის შედევრი არ გაიყიდება.
"საფრანგეთის ეროვნული კოლექციები განუყოფელია სახელმწიფოსგან, ანუ შეუძლებელია მათი გაყიდვა." - განმარტეს მუზეუმში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მსხვილმა ბიზნესმენმა სტეფან დისტინგინი, საფრანგეთის ხელისუფლებას ურჩია, რომ "მონა ლიზა" გაყიდოს 50 მილიარდ ევროდ, რათა გადალახოს კორონაროვირუსის პანდემიასთან დაკავშირებული ეკონომიკური კრიზისი.
მეწარმეს მიაჩნია, რომ პარიზმა უნდა გაყიდოს ღირებული აქტივი და აღნიშნა, რომ საფრანგეთში კიდევ ბევრი ნახატი არსებობს.
"როგორც მეწარმე და გადასახადის გადამხდელი, მე ვიცი, რომ ეს მილიარდები არ არის გამოგონილი და რომ ისინი აუცილებლად დაგვაკლდება ჩვენ. აშკარა რეფლექსი უნდა იყოს ფასდაუდებელი აქტივის გაყიდვა მაქსიმალურ ფასში, ვინაიდან იგი ახლა ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანია ჩვენი მომავლისთვის. ჯ2020 წელს, საიდანაც კი შეგვიძლია, ყველაფრისგან უნდა მივიღოთ ფული. ასე რომ, გაყიდეთ საგვარეულო ძვირფასეულობა." - განმარტა დისტინგინმა.
შეგახსენებთ, რომ "მონა ლიზა", რომელიც ასევე ცნობილია როგორც "ჯოკონდა", დაიწერა დაახლოებით 1503 და 1505 წლებს შორის. ერთი ვერსიის თანახმად, სურათზე გამოსახულია ფლორენციელი ვაჭრის ფრანჩესკო დელ ჯოკონდას ცოლი, ლიზა ჟერარდინი. ლუვრში, ლეონარდო და ვინჩის შედევრი 1793 წლიდან მოყოლებული ინახება.