ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ უკრაინისთვის ახალი შეიარაღების, საბრძოლო მასალისა და სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

"საღამოს მივემგზავრები საერთაშორისო მივლინებაში: ჯერ ბუქარესტში ნატოს მინისტრთა საბჭოს სხდომაზე, შემდეგ კი ლოძში ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომაზე", - განაცხადა კულებამ.

მისი თქმით, ნატოს შეხვედრა თავდაცვისა და ენერგეტიკის საკითხებს მიეძღვნება. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ის შეხვდება ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს, ასევე საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჟოზეპ ბორელს.