ვამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

ახალი ანგარიშის თანახმად, მსოფლიოს უმსხვილესმა ბანკებმა გასულ წელს წიაღისეული საწვავის ინდუსტრიაში 906 მილიარდი დოლარი ჩადეს, რაც ინვესტიციების „გასაოცარ“ ზრდას წარმოადგენს და ქვანახშირის, ნავთობისა და გაზის წარმოების სტაბილურ გაგრძელებას გლობალური დათბობის დაჩქარების მიუხედავად უზრუნველყოფს.

„გარდიანის“ ცნობით, სესხების 64 მილიარდი დოლარით ზრდა, ანუ 2024 წლის მაჩვენებელთან შედარებით თითქმის 8 პროცენტით, აჩვენებს, რომ მსოფლიოს 65 უმსხვილესი ბანკი იღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც არ შეესაბამება საერთაშორისო შეთანხმებებს გლობალური ტემპერატურის მატების შესამცირებლად.

გარემოსდაცვითი ჯგუფების კოალიციის მიერ გამოქვეყნებული ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, აშშ-ის ბანკი JPMorgan Chase კვლავ გახდა წიაღისეული საწვავის სექტორის წამყვანი დამფინანსებელი მსოფლიოში. გასულ წელს მან სექტორში 58 მილიარდი დოლარი ჩადო, რაც 2024 წლის მაჩვენებელზე 13 პროცენტით მეტია.

„გასულ წელს, პირველად, ჩვენ ველოდით კლების ტენდენციის გაგრძელებას, მაგრამ ამის ნაცვლად, ზრდა დავინახეთ, რომელიც წელსაც გრძელდება. ეს შემაშფოთებელი ტენდენციაა“, - ამბობს ანგარიშის მომზადებელი ერთ-ერთი კომპანიის ანალიტიკოსი კალებ შვარცი.