კალიფორნიის შტატის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა ოფიციალურად მოითხოვა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ გააუქმოს გადაწყვეტილება ეროვნული გვარდიის ჯარების ლოს-ანჯელესში "უკანონოდ განლაგების" შესახებ.

"ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვქონია, ვიდრე ტრამპი არ ჩაერია. ეს შტატის სუვერენიტეტის სერიოზული დარღვევაა - დაძაბულობის გამწვავება და რესურსების გადამისამართება იქიდან, სადაც ისინი ნამდვილად საჭიროა", - წერს ნიუსომი წერილში.

თავის მიმართვაში ნიუსომმა აღნიშნა, რომ მისი, როგორც რეგიონის ხელმძღვანელის, გადასაწყვეტია, მიმართოს თუ არა ფედერალურ დახმარებას, თუ სიტუაცია არ გულისხმობს უცხო ქვეყნის შეჭრას ან აჯანყებას, რომელიც საფრთხეს უქმნის შტატის ხელისუფლებას.

"ვაშინგტონის კონტროლის ქვეშ ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის ჯარების განლაგება "სიტუაციის სერიოზული ესკალაციის" საფრთხეს ქმნის - ეს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და რეგიონული დანაყოფები ადგილობრივი ხელისუფლების კონტროლს დაუბრუნდეს", - განაცხადა პოლიტიკოსმა.