ისტორიაში პირველად ანგლიკანური ეკლესიის ხელმძღვანელი ქალი გახდა. 63 წლის სარა მალალი კენტერბერის მთავარეპისკოპოსად დაინიშნა.
შვიდ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იგი ლონდონის ეპისკოპოსად მსახურობდა, ეკლესიაში სასულიერო პირთა შორის მესამე ყველაზე მაღალი რანგის წევრი იყო და პირველი ქალი, რომელმაც ეს თანამდებობა დაიკავა.
"როდესაც ქრისტეს მოწოდებას ამ ახალი მსახურებისკენ ვპასუხობ, ამას ვაკეთებ ღვთისა და სხვებისადმი მსახურების იმავე სულისკვეთებით, რაც მოტივაციას მაძლევდა მოზარდობის ასაკში რწმენის მიღების დღიდან. მსურს, ძალიან მარტივად, წავახალისო ეკლესია, გააგრძელოს სახარებისადმი ნდობის ზრდა, ისაუბროს იმ სიყვარულზე, რომელსაც იესო ქრისტეში ვპოულობთ და რომ ეს ჩვენს ქმედებებზე მეტყველებდეს", – აღნიშნულია სარა მალალის პირველ განცხადებაში.




