ისრაელი უკრაინისთვის ახალ ჰუმანიტარულ პაკეტს გამოყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
კერძოდ, ისრაელი უკრაინას წყალგაყვანილობის სისტემების მიწოდებით დაეხმარება, რაც მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში, სადაც წყლის ინფრასტრუქტურა რუსეთის იერიშების შედეგად დაზიანდა.
"საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა უკვე შეატყობინა უკრაინის ელჩს ისრაელში, იევგენ კორნიჩუკს, რომ მან სამინისტროს დაავალა, უკრაინას MASHAV-ის (ისრაელის ეროვნული დახმარების სააგენტო) მეშვეობით დახმარების პაკეტი გამოყოს უკრაინისთვის, რაც რუსეთის იერიშების შედეგად დაზიანებულ რეგიონებში ასობით ათას ადამიანს სასმელ წყალს მიაწვდის" – წერს სამინისტრო.