ინდონეზიის პარლამენტი 15 დეკემბერს განიხილავს სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომლებიც ქორწინების გარეშე სექსს კრძალავს. ამის შესახებ Reuters წერს.

ცვლილებები ქორწინების გარეშე სქესობრივი კავშირისთვის 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სასჯელი არა მხოლოდ ინდონეზიის მოქალაქეებს, არამედ უცხოელებსაც შეეხება.

პარალელურად, კოდექსში ასევე შევა ცვლილებები, რომლებიც აკრძალავს ქვეყნის პრეზიდენტის და სახელისუფლებო ორგანოების შეურაცხყოფას და ნებისმიერი აზრის გამოთქმას, რომელიც ინდონეზიის სახელმწიფო იდეოლოგიას ეწინააღმდეგება.

უფლებადამცველ ორგანიზაციაში Human Rights Watch განაცხადეს, რომ ცვლილებების მიღება უზარმაზარი დარტყმა იქნება ინდონეზიის დემოკრატიის თვის.