ილონ მასკმა გამოაქვეყნა გამოკითხვა, უნდა გამოაცხადონ თუ არა "საყოველთაო ამნისტია" იმ დაბლოკილი ანგარიშებისთვის, რომლებსაც რაიმე კანონი არ დაურღვევიათ ან საზიანო სპამში არ იყვნენ ჩათული.

გამოკითხვაში მონაწილეობა 3,162,112-მა ადამიანმა მიიღო, რომელთა 72.4%-მა მხარი ამნისტიას დაუჭირა. მიუხედავად ამისა, პერსპექტივით, ბუნებრივია, ყველა ბედნიერი არ არის.

ზოგი მომხმარებელი ფიქრობს, რომ შეჩერებული ანგარიშების აღდგენა სინამდვილეში Twitter-ის აქტიური მომხმარებლების რიცხვის ზრდას ემსახურება, მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით მომხმარებელთა აქტივობის შესახებ ოფიციალური ანგარიში არ გამოქვეყნებულა და, როგორც კერძო კომპანიას, Twitter-ს ამის ვალდებულება არც აქვს.

მომხმარებელთა მეორე ნაწილის აზრით კი "საყოველთაო ამნისტია" ტრამპის სოციალური ქსელის Truth Social-ის მოგუდვას ემსახურება.

მასკის ბოლო გამოკითხვები Twitter-ის ქაოსის ერთ-ერთი ნაწილია. აღმასრულებელ დირექტორად საკუთარი თავის დანიშვნისა და მალევე ათასობით დასაქმებულის დათხოვნის შემდეგ მილიარდერმა კომპანიის პოლიტიკაში არაერთი წინააღმდეგობრივი ცვლილება შეიტანა.

ვერიფიკაციის ახალი სისტემის გამო მასკს არაერთი ცნობილი კომპანია და პიროვნება დაუპირისპირდა, ხარვეზების გამოსასწორებლად კი ეს გეგმა დროებით შეჩერდა.