ასეთი განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რიზეში, „სამართლიანობის და განვითარების პარტიის" რეგიონალური ორგანიზაციის სხდომაზე გააკეთა.

პარტიის რეგიონალური ორგანიზაციის სხდომაზე გამოსვლისას ერდოგანმა რიზეში ცხოვრების მძიმე წლების შესახებ დედის, თენზილე ერდოღანის მოგონებები გაიხსენა და ამგვარად გამოხატა თვალსაჩინოდ წლების განმავლობაში თურქეთის მიერ განცდილი ტრანსფორმაცია.

ახლა თურქეთის მთლიანი ეროვნული პროდუქტი ტრილიონ 411 მილიარდი დოლარია. ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის დროს კი ასეთი დიდი მოცულობა არ იყო. ჩვენი ექსპორტი 36 მილიარდი დოლარი იყო, ახლა კი 250 მილიარდ დოლარს მივაღწიეთ. კიდევ უფრო უკეთეს შედეგიც იქნება, - თქვა ერდოღანმა და გაამახვილა რა ყურადღება თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის მიღწევებზე, აღნიშნა, რომ ამ ამბებმა არავინ არ უნდა შეიყვანოს შეცდომაში.

მისი თქმით, თურქეთი რომ ძალიან ძლიერი ყოფილიყო, ისრაელი ვერ გააკეთებდა იმას, რაც გააკეთა პალესტინასთან მიმართებით. 

„ზუსტად ისევე, როგორც შევედით ყარაბაღში, შევედით ლიბიაში, მოვიქცევით მათთან <ისრაელთან>. შეუძლებელი არაფერია. ჩვენ უბრალოდ უნდა ვიყოთ ძლიერები, რომ გადავდგა ასეთი ნაბიჯები", - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა