უკრაინაში ომი სამართლიანი მშვიდობით უნდა დასრულდეს, რაც რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის უკრაინისთვის დაბრუნებას მოითხოვს, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
"გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ომი სამართლიანი და მყარი მშვიდობით დასრულდება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის საფუძველზე" - განაცხადა თურქეთის ლიდერმა ყირიმის პლატფორმის მონაწილეებისადმი ვიდეომიმართვაში.
მისივე თქმით, ყირიმის უკრაინისთვის დაბრუნება საერთაშორისო სამართლის მოთხოვნაა.