ჩეხური საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ელექტროენერგიის მიწოდება თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით აღდგა.
დღეს შუადღისით, ავარიულად შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება ქვეყნის დედაქალაქში, აგრეთვე პრაღის, ლიბერეცის, უსტეცკის, შუა ჩეხეთის და აღმოსავლეთ ჩეხეთის მხარეებში და ჩეხეთის ელექტროენერგიის გადამცემმა სისტემამ მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ელექტროენერგიის გათიშვის გამო შეწყვეტილი იყო სარკინიგზო მიმოსვლა, არ მუშაობდა მეტრო და ტრამვაი, ადამიანები ლიფტებში იყვნენ გაჭედილი. მდგომარეობა ზოგან დაახლოებით ერთ საათში გამოსწორდა, ზოგან 2 და 4 საათში, ზოგან კი ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია.
ჩეხური მედიის თქმით, პრაღის მერმა ბოგუსლავ სვობოდამ, რომელიც ესპანეთსა და პორტუგალიაში ელექტროენერგიის ავარიულად გათიშვის დროს წერდა, რომ პრაღაში მსგავსი რამ გამორიცხულია, სოციალური ქსელიდან პოსტი აიღო, რის გამოც მას კრიტიკის ქარტეხილი დაატყდა თავს.