ჩეხეთში დღეს ორდღიანი საპარლამენტო არჩევნები იწყება. ინფორმაციას ჩეხური მედია ავრცელებს.
საარჩევნო უბნები ჩეხეთის დროით 14:00 საათზე გაიხსნება და 22:00 საათზე დაიხურება, ხოლო შაბათს უბნები 08:00-დან 14:00 საათამდე იმუშავებს.
მედიის თანახმად, წელს პირველად საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩეხებს საკუთარი ხმის დაფიქსირება საელჩოში გახსნილი საარჩევნო უბანზე მისვლის ნაცვლად ფოსტით შეეძლებათ.
არჩევნების პირველადი შედეგები რ ოქტომბერს საღამოს გახდება ცნობილი. არჩევნებამდე ჩატარებულ გამოკითხვებში ჩეხეთის ექსპრემიერის ანდრეი ბაბიშის პარტია ANO ლიდერობს. ბაბიშის პარტია ჩეხეთის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების წინააღმდეგია. ის აგრეთვე ეწინააღმდეგება ოფიციალური პრაღის ინიციატივას, რომელიც უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შეძენას გულისხმობს.




