ბუნდესვერი, უკრაინაში ომის გამოცდილების გათვალისწინებით, პირველად შექმნის უპილოტო საფრენი აპარატების (დრონების) საკუთარ პოლკს. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა ქვემო საქსონიის ფედერალურ მიწაზე, ბერგენის სამხედრო პოლიგონზე ვიზიტისას განაცხადა.

"2027 წლის განმავლობაში ჩვენ შევქმნით ბუნდესვერის უპილოტო საფრენი აპარატების პირველ პოლკს", - განაცხადა პისტორიუსმა.

მისი თქმით, ბუნდესვერს დასკვნები გამოაქვს საბრძოლო ველზე მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვებიდან.

"ვისაც სურს წარმატების მიღწევა ხმელეთზე, უნდა ფლობდეს უპილოტო სისტემების საბრძოლო გამოყენებას", - აღნიშნა სოციალ-დემოკრატმა პოლიტიკოსმა.

უკრაინის გამოცდილება გათვალისწინებული იქნება ყველა შემუშავების პროცესში, დასძინა პისტორიუსმა. ახალმა პოლკმა უნდა გააერთიანოს დაზვერვის, სამიზნეების განადგურებისა და მტრის დრონების გადაჭერის შესაძლებლობები.