ბრიუსელში, ღამით, მაჩეტეთი შეიარაღებული ქალი ავტობუსის მგზავრებს თავს დაესხა და სამი მოქალაქე დაჭრა მანამ, სანამ მას პოლიცია შეაჩერებდა. აღნიშნულის შესახებ ბრიუსელის პროკურატურა იუწყება, წერს Reuters-ი.

თავდამსხმელმა ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა მიიღო.

როგორც სააგენტო იუწყება, ხელისუფლებას ჯერჯერობით აღნიშნულის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია. სამართალდამცავების ინფორმაციის მიხედვით, ქალს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.

Reuters-ი ასევე აღნიშნავს, რომ საქმეზე ადგილობრივი პოლიცია მუშაობს და არა ფედერალური ორგანოები, რომლებიც როგორც წესი, იძიებენ ხოლმე ტერორისტულ თავდასხმებს.