დასრულდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობის შესარჩევი ორ საბოლოო კანდიდატის შესარჩევი მარათონი
დღევანდელი კენჭისყრის წინ ლიდერი 118 ხმით ფინანსთა ყოფილი მინისტრი რიში სუნაკი იყო, მეორე ადგილს საგარეო ვაჭრობის მისტრი პენელოპა მორდაუნტი იკავებდა 92 ხმით, მესამე კი საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი იყო. ორი საბოლოო კანდიდატის გამოსავლენად ჩატარებული კენჭისყრის შედეგად რიში სუნაკმა 137 ხმა მიიღო, ლიზ ტრასმა 113, პენელოპა მორდაუნტმა კი 105. ბრიტანეთის მომავალი პრემიერ-მინისტრი ვინაობა რიში სუნაკს და ლიზს შორის დაპირისპირებაში, ბრიტანეთის მმართველი კონსერვატიული პარტიის 200000 წევრის მიერ მიცემული ხმებიდან გამომდინარე, არაუგვიანეს 5 სექტემბრისა, გაირკვევა. ვარაუდობენ, რომ ორ კანდიდატს შორის გამარჯვებული საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი იქნება.