ამერიკის მისისიპის შტატში ტორნადოსა და შტორმის შედეგად სულ მცირე 23 ადამიანი დაიღუპა, ათობით დაშავდა, ამის შესახებ სააგენტო AFP იუწყება.

მაშველებისა და მისისიპის შტატის გუბერნატორის ტეიტ რივზის თქმით, სამაშველო სამუშაოები გრძელდება რამდენიმე ოლქში. მოსალოდნელია, რომ დაღუპულთა რაოდენობა, შესაძლოა, შეიცვალოს. ოთხი ადამიანი დაკარგულად არის მიჩნეული.

AFP-ის ცნობით, ქარიშხლის შედეგად ელექტროენერგიის გარეშე დარჩა ათობით ათასი შინამეურნეობა, ზოგიერთი დასახლებული პუნქტი კი „მიწასთან გასწორდა“. ყველაზე მეტად დაზარალდა ქალაქები სილვერ-სიტი და როლინგ-ფორკი.

აშშ-ის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ტორნადო მოძრაობდა 80კმ|სთ-ში, როდესაც როლინგ-ფორკის თავზე აღმოჩნდა, როგორც CNN აღნიშნავს, სტიქია ასევე შეეხო ალაბამასა და ტენესის შტატებსაც.