გუშინ, 8 აგვისტოს, მისისიპის ქალაქ ჰატისბურგში ჩასული აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ჯორგენსენი მის მხარდასაჭერად გამართულ მიტინგს არ დაესწრო.
კლემსონის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის მასწავლებელმა, ლიბერტანული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, 63 წლის ჯო ჯორგენსენმა ტვიტერით ამცნო მხარდამჭერებს, რომ ჰატისბურგში ყოფნის მიუხედავად ვერ შეძლებდა მის მხარდასაჭერ დილის მიტინგზე მისვლას, რადგან მისისიპში ტურნეს დასაწყისში მას ღამურამ უკბინა და მკურნალმა ექიმმა თავის დაზღვევის მიზნით ცოფის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება ურჩია.
 
ჯო ჯორგენსენის ტვიტმა მსოფლიო საინფორმაციო საშუალებების ყურადღება მიიპყრო და ვირუსულად ქცეულ ტვიტს უამრავი იუმორით სავსე გამოხმაურება მოჰყვა. მის ტვიტზე გამომხმაურებელთა შორის იყვნენ ისეთები, რომლებიც იმედს გამოთქვამდნენ, რომ ღამურის კბენის შემდეგ ჯორგსენი ბეტმენივით უძლეველი გახდებოდა.
 
სად და რა ვითარებაში უკბინა ღამურამ, ამის შესახებ ჯორგენსენს არაფერი უთქვამს.