ამერიკული მედიის ცნობით, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტს სატელეფონო საუბრისას უთხრა, რომ სურს დაეხმაროს უკრაინას ანტისარაკეტო თავდაცვაში და შეამოწმებს, რა სახის დახმარება შეჩერდა.
ამის შესახებ ამერიკული ვებგვერდი „აქსიოსი” იუწყება.
სტატიაში ნათქვამია, რომ რუსეთის მხრიდან დარტყმების გაძლიერების ფონზე, აშშ-ს სურს, დაეხმაროს უკრაინას საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში.
„აქსიოსის“ ცნობით, ტრამპისა და ზელენსკის საუბარი 40 წუთს გაგრძელდა და ძირითადად განხილული იყო უკრაინის საჭიროებები საჰაერო თავდაცვის კუთხით.
შეგახსენებთ, ამ კვირაში გახდა ცნობილი, რომ პენტაგონმა შეაჩერა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემა „პეტრიოტის” რაკეტების მიწოდება.
„ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ სურს დაეხმაროს უკრაინას საჰაერო თავდაცვაში და რომ ის გადაამოწმებს, რა იყო შეჩერებული, თუ საერთოდ რამე შეჩერდა”, – წერს „აქსიოსი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით.
ამავე წყაროს ცნობით, ტრამპი და ზელენსკი შეთანხმდნენ, რომ აშშ-სა და უკრაინის სამუშაო ჯგუფები უახლოეს ხანში შეხვდებიან და განიხილავენ უკრაინისთვის ანტისაჰაერო თავდაცვის საშუალებებისა და სხვა ტიპის შეიარაღების მიწოდების საკითხს.
თარგმანი: პირველი არხი